17, აგვისტო 2019 14:01:00
ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. "TV 25"- ის ინფორმაციით, ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ერთ მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე კი ქვედა კიდურის მოტეხილობით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
მომხდარის გამო, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. სავარაუდოდ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.