ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

2 დღეში საქართველოს გზებზე 7 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ შემთხვევის ადგილები

18, აგვისტო 2019 20:03:00

 

  • 18 აგვისტო - თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული.

 

  • 18 აგვისტო - სენაკის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად ავტომანქანები აალდა და ნაწილობრივ დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

  • 18 აგვისტო - გურიაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

 

  • 17აგვისტო - სოფელ გომთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

  • 17აგვისტო - ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. "TV 25"- ის ინფორმაციით, ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ერთ მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე კი ქვედა კიდურის მოტეხილობით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.  მომხდარის გამო, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. სავარაუდოდ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

ავტორი(ები)

595