ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი დააკავეს

19, აგვისტო 2019 11:45:00

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მან სამართალდამაცვებს წინააღმდეგობა გაუწია. ქუმსიშვილის 23 წლის შვილთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც.

ქუმსიშვილს და მის მეგობარს ჩხუბი ჯერ ეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერიაში დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ, შემდეგ კი ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

წყარო: newsreport.ge

ავტორი(ები)

1587

დღის ამბები