20, აგვისტო 2019 09:26:00
საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორ პირს ბრალი წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.