კვირა 22, სექტემბერი 2019

გლადიატორთა ბრძოლა გონიოს ციხის ტერიტორიაზე

20, აგვისტო 2019 20:12:00

გლადიატორთა ბრძოლა გონიოს ციხის ტერიტორიაზე. რომაული ფესტივალის ფარგლებში ტერიტორიაზე საგანგებოდ მოეწყო სპეცილაური  ბანაკი ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით.  როგორი იყო საუკუნეების წინ რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრება, ნახავთ ჩენს სიუჟეტში. 

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე პირველ-მეორე საუკუნის რომაული სამხედრო ბანაკი გაცოცხლდა. გამოიფინა საბრძოლო მასალები, რომაული ეტლი, ანგარი, კატაპულტები. ექსპონატები სწორედ იმ ნივთების ანალოგია, რომლებსაც მეომრები საუკუნეების წინ იყენებდნენ. აქ მოსულ სტუმრებს  მათი როგორც დათვალიერება,  ისე გამოყენებაც შეეძლოთ. ადგილზე მოეწყო ამფითეატრი. 

საბრძოლო ნივთების გარდა, წარმოადგინეს რომაული სამზარეულოც, პური, ჩირი, თაფლი და ყველა - ის პროდუქცია, რომლებსაც მეომრები მიირთმევდნენ.

გონიოს ციხის ტერიტორიაზე  თეატრალიზებული სანახაობა მოეწყო. გაიმართა გლადიატორების ორთაბრძოლაც. ,,გონიოს თასისთვის“ სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. 

გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე სადღესასწაულო ბაზრობაც მოეწყო, სადაც ხელნაკეთი ნივთები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ,,რომაული ფესტივალი 2019’’ 21 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.  


დღის ამბები