პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ხულოს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

20, აგვისტო 2019 20:24:00

ძალადობა საჯარო მოხელეებს შორის. ხულოშ მერიის შენობის წინ ერთამენთს არქივის უფროსი და საკრებულოს დეპუტატი დაუპირისპირდნენ. მასშტაბურ ე. წ ქურდულ გარჩევაში 50 - მდე ადამიანი მონაწილეობდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამას მთელი დღის განმავლობაში მხარეებთა სულხან მესხიძე არკვევდა რომელიც ახლა შემიგვიერთდება და უფრო მეტ დეტალს გვეტყვის.

ფიზიკური დაპირისპირება საჯარო მოხელეებს შორის. ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. TV 25“-ს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ინცინდენტი მერიის შენობასთან ორი კვირის წინ მოხდა. მათივე მტკიცებით, ხულოს საკრებულოს დეპუტატი მინდია რიჟვაძე არქივის უფროსს თემურ ბერიძეს ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. დავის საგანი ხულოს მერიის მიერ განათების სისტემის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი გახდა. წყაროს მტკიცებით, საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე კომპანიებია რეგისტრირებული, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვების შედეგების მათ სასარგებლოდ დასრულება სურდათ. ირკვევა, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მხარეებს შორის მესამე დღეს დაძაბულობა ბათუმში, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, რომელშიც 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 

„TV 25“-ს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინფორმირებული წყარო უყვება, რომ საჯარო მოხელეებს შორის ინციდენტი ხულოში, მერიის შენობასთან ორი კვირის წინ მოხდა. მათივე მტკიცებით, ხულოს საკრებულოს დეპუტატი მინდია რიჟვაძე არქივის უფროსს თემურ ბერიძეს ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. დავის საგანი ხულოს მერიის მიერ განათების სისტემის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი გახდა. წყაროს მტკიცებით, საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე კომპანიებია რეგისტრირებული, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვების შედეგების მათ სასარგებლოდ დასრულება სურდათ. 

ირკვევა, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მხარეებს შორის მესამე დღეს დაძაბულობა ბათუმში, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, რომელშიც 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 

ბრალდების მთავარი ადრესატი, ხულოს საკრებულოს დეპუტატი ინციდენტს ადასტურებს, თუმცა მასში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ირწმუნება, რომ მას ისეთ რამეს აბრალებენ, რაც არ გაუკეთებია. მისი მტკიცებით, ტენდერებში მხოლოდ თემურ ბერიძე მონაწილეობს და მას სახელმწიფო შესყიდვებთან შეხება არასდროს ჰქონია. 

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს თემურ ბერიძე. გვარწმუნებს, რომ იგი სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს და არც ინციდენტთან ჰქონია კავშირი. ბერიძემ არ უპასუხა კითხვას: იყო თუ არა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე. 

„ჩხუბი იყო ორ კაცს შორის და მოვგვარდით“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თუმცა ირაკლი ჯორბენაძემ არ გვითხრა, რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საჯარო მოხელეები. მისი მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვებში მისი ასევე, მისი ოჯახის წევრების ინტერესები არ იკვეთება და ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ.

„ყველაფერს გამოძიება გაარკვევს, მე ვერ შევიჭრები პოლიციის კომპეტენციაში“ - ამბობს ყოფილი ძალოვანი და ხულოს მოქმედი მერი. ვახტანგ ბერიძეს საჯარო მოხელეების ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. ცნობისთვის ხულოში, საჯარო მოხელეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში არ განმარტეს რამდენი ადამიანი ფიგურირებდა ინციდენტში.


დღის ამბები