22, აგვისტო 2019 20:16:00
19 ხმით ორის წინააღმდეგ - რივიერას განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია. ეს კი იმას ნიშნავს უკვე კომპანიამ ბათუმის მერიას, შენობის პროექტი უნდა წარუდგინოს. ცნობილია რომ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერა“ ხუთი თაუერის მშენებლობას აპირებს. საკითხი ბათუმის საკრებულოს სხოდმაზე იმდენად მწვავე დაპირისპირების ფიონზე მიმდიანრეობდა, რომ დარბაზში მყოფთა ნაწილი დაცვის პოლიციამ შენობიდან გაიყვანა. მასშტაბური პროტესტის ფონზე კი საკრებულოს თავმჯდომარეს არგუმენტად მშენბელობის პროცესში 1000 ადამიანის დასაქმება მოჰყვას. ფიქრია დავლაძე დაესწრო ხმაურიან სხდომას.
„ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ ხმაურის ფონზე დაამტკიცა. კომპანია ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის აშენებას გეგმავს, მშენებლობას მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.
ერთ-ერთი მოქალაქე სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატ ელგუჯა ანდრიაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომელსაც დარბაზი დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
რივიერას პროექტის დამტკიცებამდე მოქალაქეები საკრებულოს უმრავლესობას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათ არავინ მოუსმინა. ისტორიული ზონის დამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ.
,,აქ 1000 ადგილობრივი დასაქმდება“- ასე პასუხობს მოქალაქეთა პროტესტს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. სულიკო თებიძის თქმით, იგი პირადად გაეცნო დოკუმენტაციას და ირწმუნება, რომ პროექტი რისკის შემცველი არ არის.
რივიერას პროექტის განხორციელებას „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფი“ აპირებს. ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერის“ სახელითაა ცნობილი 5 ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი.