23, აგვისტო 2019 20:44:00
ახლა კი იმ სამედიცნო სიახლის შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩვენ ქალაქში პირველად ხორცილედება. თვალის რქოვანა გარსის გადანერგვა აქამდე მხოლოდ დედაქალში იყო შესაძლებელი, დღეს კი პირველი პაციენტი ბათუმშიც მიიღეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პროცესს დღეს ფიქრია დავლაძე და ირაკლი ფარღალავა დაესწრო.
თბილისის შემდეგ თვალის რქოვანა გარსის გადანერგვა უკვე ბათუმშიცაა შესაძლებელი. პაციენტი, რომელიც ახლა საოპერაციო მაგიდაზე წევს 2 საათში კერატოკონუსისგან გათავისუფლდება, რაც რქოვანა გარსის პროგრესირებადი დაავადებაა. პაციენტს აღენიშნება რქოვანა გარსის დათხელება, რაც მისი მხედველობის გაუარესების მიზეზი გახდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტი თავს კარგად გძნობს. იგი თავის ემოციებს გულშემატკივრებსა და ოპერაციის საჭიროების მქონე ადამიანებსაც უზიარებს.
ის, რომ აქამდე თვალის რქოვანა გარსის გადანერგვა მხოლოდ თბილისის რამდენიმე კლინიკაში იყო შესაძლებელი, პრობლემას წარმოადგენდა რეგიონში მცხოვრებლებისთვის. სიახლეს დადებითად შეხვდნენ და მიმდინარე პირველი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულების იმედი აქვთ.
რთული ოპერაცია თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა ოფთალმოლოგმა ჩაატარა. მერაბ დვალი ამბობს, რომ დეფექტისგან თავის აცილების ერთადერთი გზა ექიმთან დროული კონსულტაციაა.
თვალის ბიოლოგიური რქოვანა სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგზავნება. მისი გადანერგვა ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თანადაფინანსებით უზრუნველყოფს.
თვალის რქოვანას გადანერგვის ღირებულება 8 ათას 77 ლარია.