26, აგვისტო 2019 21:15:00
კერძო კომპანია რომელმაც ხელისუფლება და მოსახლეობა მოატყუა. ხობჩოს ტყეში სადაც წყლის მაგისტრალი უნდა მოწყობილიყო, ისევ არ დასრულებულა. უფო მეტიც, ირკვევა, რომ კომპანიამ მიწა გათხარა, თუცმა მილები არ ჩასვა. საქმეს ახლა პროკურატურა საბიუჯეტო თანხების გაფრლანგვის მუხლით სწავლობს. ბოლო პერიოდში ხელვაჩურის მერიაში მიმდინარე დაკავებების ფონზე კი ჯუმბერ ვარდმაიძე მონიტორინგის გაძლიერებაზე უკვე ალაპარაკდა. რაც შეეხება კომპანიას, შპს,,მარიამ ო.ბ 2006“ თან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. კომპანიის საკონტაქტო ვერც მერიაში მოგვაწოდეს. მოჰყვება თუ არა პროცესს დაკავებების მორიგი სერია?
ე.წ. ხობჩოს ტყის ტერიტორიაზე, სადაც ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა წესით ახლა დასრულებული უნდა იყოს, სამუშაოები ისევ გრძელდება. ირკვევა, რომ მილი, რომლითაც 1000-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი უნდა მიწოდებოდა, საერთოდ არ დამონტაჟებულა. აღმოჩნდა, რომ მშენებელმა კომპანიამ მიწა ამოთხარა, თუმცა და წყლის მილი საერთოდ არ გაიყვანა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. მოსახლეობა კი დღემდე ადგილობრივი ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მოლოდინშია. ისინი უწყლობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ და მერიას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.
სამუშაობს, რომლის ღირებულებაც მილიონ 622 ათას ლარს შეადგენდა, შპს “მარიამი ო.ბ. 2006” აწარმოებდა. ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, აღნიშნულ კომპანიას მსგავსი ტიპის დარღვევები ადრეც დაუფიქსირდა, ამის მიუხედავა ხელვაჩაურის მერიამ მასთან ხელშეკრულება მაინც გააფორმა. საკრებულოს წევრი გაფლანგულ 150 000 ლარზე საუბრობს და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშულებს.
შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანიის საქმიანობას საგამოძიებო სამსახური სწავლობს. ახლა კი ე.წ ხობჩოს ტყეში დამატებითი სამუშაოებს შ.პ.ს ,,უნივერსალ ჯორჯია 2008“ - ასრულებს. პროექტის ფარგლებში ცენტრალური მილისა და 11-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალის გაყვანაა დაგეგმილი. სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის ღირებულება 858 858 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.
ხელვაჩაურის მერი ახლა საგამოძიებო ორგანოს დასკვნას ელოდება, მანამდე კი კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. ჯუმბერ ვარდმანიძის მერობის პერიოდში არაერთი საჯარო მოხელე სხვადასხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს - ამ ფონზე კი მუნიცაპიტეტის მერი მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
ხარვეზით შესრულებული პროექტის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში არ აკონკრეტებენ ვინ დაიბარეს გამოკითხვაზე და რამდენი ადამიანი ფიგურირებს დანაშაულებრივ სქემაში. „TV 25“-ის ინფორმაციით, ამ საქმეზე შესაძლოა, კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავონ.