ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

30, აგვისტო 2019 20:45:00

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოში უგზო - უკვლოდ 93 პირი დაიკარგა, მათ შორის მხოლოდ 53- ის პოვნა მოხერხდა, 40 ადამინს კი დღემდე ეძებენ.  დაახლეობით 6 თვის მონაცემებით კი აჭარაში 5 პირი დაიკარგა, მათგან მხოლოდ ორი მოიძებნა.  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება. 

 


დღის ამბები