31, აგვისტო 2019 13:01:00
ფიზიკური დაპირისპირება გუშინ, გვიან ღამით პუშკინის ქუჩაზე მოხდა. საკმაოდ მასშტაბურ ინციდენტში როგორც თვითმხილველები ყვებიან ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა. ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა უცნობია ურთიერთშელაპარაკების მოტივი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის 10-მდე მანქანა და გამომძიებელები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია ჩხუბში მონაწილე 4 პირი, მათ საგამოძიებო ორგანო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მითითების დაუმორჩილებლობას ედავება.
შსს პრესცენტრში გასროლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.