14, აპრილი 2017 17:08:00
დღეს წითელი პარასკევია. დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება .ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი, საკურთხეველში კი დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა, სიმბოლურად, ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება . დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეეების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურზე და წყალზეა. ამ დღეს სინბოლურად კვერცხი წითლად იღებება.