03, სექტემბერი 2019 20:59:00
და დღეს მაცნე კლავ უბრუნდება რეზონანსულ თემას, ჩვენს ეთერში გუშინ გავიდა. დაპირისპირება სამედიცინო ცენტრ ბიემსის პესონალსა და ახალშობილის ოჯახის წევრებს შორის. ბავშვი რამოდენიმე დღის წინ ცალი თვალით გაჩნდა, ახლობლებმა კი ანომალიის შესახებ 4 დღის შემდეგ გაიგეს. პატარა და ახალშობილის დედა თბილისში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ანომალიის შემთხვევის შესახებ მედიკოსებმა პატარას ოჯახის წევრებს ოთხი დღის შემდეგ უთხრეს.
სამედიცინო დაწესებულების შენობაში მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ახალშობილის ოჯახის წევრები მკურნალი ექიმისგან განმარტებებს ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, პაციენტი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ჩვილის მუცლად ყოფნის პერიოდში დეფექტის შესახებ არავინ გააფრთხილა. ოჯახი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ექიმი, რომლის მიმართაც პრეტენზიები ისმის თემაზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.
კლინიკა „ბი ემ სის“ ნეონატალოგის მტკიცებით, ახალშობილის მხედველობის ორგანოს ანომალიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იმ დრომდე არ ექნებოდათ, ვიდრე ბავშვი არ დაიბადებოდა.
იყო თუ არა გადაცდომა სამედიცინო პერსონალის მხრიდან - ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი თუ ოჯახი ფაქტის შესახებ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს. წერილობითი განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო როგორც დოკუმენტურ ისე სამედიცინო პერსონალის საქმიანობასაც შეისწავლიან. ამ დროისთვის ახალშობილისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.