05, სექტემბერი 2019 21:30:00
სიახლე მინდობით აღზრდაში მყოფი პირებისთვის. ცვლილება ,,მზრუნველობა მოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროგრამას ეხება. მასში ჩართული იქნებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ აღარ იქნებიან, ამასთან, ვერ ახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ასეთ ადამიანებს სახელმწიფო ფინანანსურ დახმარებას 25 წლამდე გაუწევს და ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 450 ლარს მიიღებენ. აქამდე არსებული ნორმით დახმარების გაწევა მხოლოდ 21 წლამდე ხდებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პირი განათლების მიღებას გადაწყვეტდა.