14, აპრილი 2017 20:08:00
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეეების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურზე და წყალზეა. ამ დღეს სიმბოლურად კვერცხი წითლად იღებება.