06, სექტემბერი 2019 13:40:00
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგიზლე გარდაიცვალა. როგორც "TV 25"-ს ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება შემთხვევა ზღვის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა.
დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
TV 25 მომხდარის დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ფოტო: არქივიდან