09, სექტემბერი 2019 21:25:00
რა აფერხებს მოძრაობას ხელვაჩაური-ბათუმის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. მძღოლები ავარიულ სიტუაციაზე საუბრობენ, ქვეითები კი პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტრში საკითხის გადაჭრას 2020 წლისთვის ვარაუდობენ.
ცენტრალური საავტომობილო გზის, მეჯინისწყლის მონაკვეთზე მოძრაობას, წყლისგან დაზიანებული გზა აფერხებს.
მძღოლების თქმით, არსებული პრობლემის გამო, ხშირია საცობი და საავარიო სიტუაციების პროვოცირებაც.
ადგილობრივების თქმით, სავალი ნაწილის ამ მონაკვეთზე ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია. ამბობენ, რომ უხვი ნალექისას უსაფრთხოდ გადაადგილება, არამარტო ქვეითად მოსიარულეებისთვის, ავტომობილებითაც კი თითქმის შეუძლებელია.
აქ მცხოვრებლებმა, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და დროული რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოებს, გზის დაზიანებულ ნაწილზე ხის ჩარგვითაც კი მოუწოდეს.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ეს მონაკვეთი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაშია. უწყებაში გვითხრეს, რომ გზის ამ ნაწილზე ბათუმის წყალკანალი მილების ჩალაგების სამუშაოებს ახორციელებს და ამოვსებითი სამუშაოები მალე დაიწყება. ირაკლი მაჩალაძე ადასტურებს, რომ აღნისნულ პრობლემას ქუცაზე სანიაღვრე არხების არ არსებობაც იწვევს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ქუცაზე სანიაღვრე სისტემების პრობლემა 2020 წლისთვის მოგვარდება.