09, სექტემბერი 2019 21:15:00
პუშკინის 47 ნომერში მცხოვრები დები თავიანთი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ ღობის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. დოლიძეების თქმით, ახალი მეპატრონის მიერ სამუშაოების განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილებაში ხელს უშლით. რუსუდან დოლიძე ამბობს, რომ დავა სააპელაციო სასამართლოზეა გადაცემული და საქმის მიმდინარეობის პროცესში სამშენებლო სამუშაოები არ უნდა ხორციელდებოდეს. მესაკუთრე, ვისაც ედავებიან ტარიელ ბერიძეა. მისი თქმით, სამუშაოებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საკუთარ საზღვრებში ატარებს. ამასთან, მან „TV25”-ს შესაბამისი ორგანოების დადგენილება და მშენებლობის ნებართვა წარუდგინა.