პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ქუჩა ბათუმში, რომელიც ფეკალიებით იტბორება

10, სექტემბერი 2019 21:35:00

მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. ქალაქის ამ უბანში გაუსაძლისი სუნია. მოქალაქეები  მერიისგან შველას ითხოვენ. უწყებაში პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ თარიღებს ვერ ასახელებენ. 

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, უკვე რამდენიმე დღეა, გაუსაძლის სუნში უწევთ ცხოვრება. ამბობენ, რომ დაზიანებული კანალიზაციის მილის გამო, ფეკალიები პირდაპირ ქუჩაზე მიედინება. ტერიტორიაზე წყლის მილიც დაზიანებულია, რაც სასმელი წყლის ფეკალიებით დაბინძურების საშიშროებას ქმნის.

 

დასახლებაში ეტლით მოსარგებლე შშმპ-იც ცხოვრობს, რომელიც ოჯახის წევრების თქმით, არსებული მდგომარეობის გამო გარეთ ვერ გამოჰყავთ.

 

ადგილობრივების თქმით, ბათუმის მერიასა და შპს „ბათუმის წყალში“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, საკითხით არცერთი უწყება არ დაინტერესებულა.

 

შპს „ბათუმის წყალში“, მხოლოდ სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლნენ. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ და მალე დადგინდება რამ გამოიწვია მილის დაზიანება.

ავტორი(ები)

660

დღის ამბები