10, სექტემბერი 2019 21:10:00
ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მეშვიდე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი გაიმართა.კონფერენცია რეგიონში სატრანსპორტო ლოჯისტიკურ საკითხებს ეძღვნებოდა. კერძოდ, პორტებისა და ტერმინალების განვითარება, მომსახურების ხარისხის ამაღლება, სატრანსპორტო ოპერაციების კიბერუსაფრთხოება და სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ევროპას, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. ღონისძიებას 20 ქვეყნის ასამდე წაემომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: პორტების, ტერმინალების, რკინიგზების წარმომადგენლები, ასევე, გემთმფლობელები და საინვესტიციო კომპანიები. შეხვედრა უკრაინული კომპანია „ვივა კონსალტისა“ და „ჰაბ ჯორჯიას“ორგანიზებით დაოგეგმა.