ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

5 მითი უძილობის შესახებ

12, სექტემბერი 2019 12:16:00

უძილობის პრობლემას ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ადამიანი აწყდება. სტატისტიკა ამტკიცებს: პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 45% –ს ძილის დარღვევები აწუხებს. ამასთან, ასაკთან ერთად ეს პრობლემა უფრო ინტენსიურია. უძილობის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით: ჩაძინება გვიჭირს, ვიფიტებით, ენერგიას და ძალებს ვკარგავთ, ადამიანის უძილობა პრაქტიკულად ზომბად აქცევს. ამავე დროს, უძილობასთან დაკავშირებით მრავალი მითი არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, რათა ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს.

  • უძილობა პრობლემა არ არის. დღეს თუ ცუდად გეძინა, ხვალ გამოიძინებ

ეს მოსაზრება სრულიად მცდარია. “ხვალ გამოძინება“ არ გამოვა. უძილობა ეს არ არის ეპიზოდური “გამოუძინებლობა“. ეს არის პათოლოგია, რომელიც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას სერიოზულად აზიანებს. ზრდასრულ ადამიანს დღის მანძილზე დახარჯული ენერგიის აღსადგენად 7–8 საათიანი ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი სჭირდება. დღეს გამოტოვებულ ძილს ხვალინდელი ძილი ვერ აგინაზღაურებთ და დღეს მიღებულ ზიანს ვერ გამოასწორებს.

  • უძილობაა ის არის, როცა დაძინება არ შეგიძლია

სინამდვილეში უძილობა მრავალგვარია. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ჩაძინების გართულებაა. თუ ჯანმრთელ ადამიანს დასაძინებად 10 წუთი ჭირდება, უძილობისას ეს პროცესი შესაძლოა 2–3 საათი და მეტი გაგრძელდეს. პრობლემის კიდევ ერთი გამოვლინება ღამით ხშირად გამოღვიძებაა, რაიმე გარეშე მიზეზის გარეშე. “წყვეტილი ძილის“ შემთხვევაში ადამიანი იმასაც კი ვეღარ იხსენებს, მართლაც ეძინა თუ უბრალოდ დაძინებას ცდილობდა. უძილობის ერთ–ერთი ფორმაა ასევე გაღვიძების შემდეგ სისუსტე და მოდუნება.

  • დღის ძილს შეუძლია ღამის უძილობის კომპენსირება

ეს მითი რეალობას არ შეესაბამება. ადამიანის ორანიზმი სრულფასოვან აღდგენას მხოლოდ ღამის ძილის დროს ახერხებს. თუნდაც დღისით იმდენივე ხანს დაიძინოთ, რამდენსაც ღამით აპირებდით, ეფექტი ბევრად ნაკლები იქნება. დღის ძილი მხოლოდ ავსებს და ვერ ანაცვლებს ღამის ძილს.

  • ასაკში ადამიანს ნაკლები ძილი ჭირდება და ამიტომაც უძილობა ისეთი საშიში აღარ არის

სინამდვილეში უფროსი ასაკის ადამიანები ხშირად იტანჯებიან უძილობით. მათი ძილი არ არის ღრმა, ზედაპირულია, ღრმა ძილის ფაზა შემოკლებულია, ძილის დროს ხირად იღვიძებენ. ძილის დაბალი ხარისხის გამო ხანდაზმულ ადამიანს გამოსაძინებლად სინამდვილეში უფრო მეტი დრო სჭირდება.

  • უძილობას მკურნალობა არ ჭირდება

ასე არ არის. უძილობა ორგანიზმისთვის დიდი პრობლემაა. მისი პირველი შედეგი შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა, მეხსიერების მოშლა, სახის არაჯანსაღი ფერი და ნევროზია. არის უფრო მძიმე შედეგებიც. ხანგრძლივი უძილობისას იმუნური სისტემის მუშაობა ქვეითდება, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. ზიანდება რეპროდუქტიული სისტემაც: მამაკაცებში სპერმატოზოიდების რაოდენობა იკლებს, ქალებში კი მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხდება. ისინი კი, ვინც მანქანას მართავენ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არიან –შესაძლოა საჭესთან ჩაეძინოთ და საფრთხე შეუქმნან როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს.

  • დასკვნები:

ძილის დარღვევისას აუცილებელია რაჟიმს გადახედოთ. შეეცადეთ ერთი და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. არ ჭამოთ ღამით, შეძლებისადგვარად ძილის წინ მშვიდად ისეირნოთ. ძილის ხარისხის ამაღლებაში და უძილობის დაძლევაში მსუბუქი საძილე წამლებიც დაგეხმარებათ, რომლებსაც ექიმი გირჩევთ. თანამედროვე პრეპარატების ნაწილი მიჩვევას, დღისით ძილიანობას არ იწვევს. ზოგიერთ მათგანს კი დამატებით ანტიჰისტამინური, ანუ ანტიალერგიული ეფექტიც აქვს.

ავტორი(ები)

137