16, იანვარი 2017 08:29:00
NDI-იმ საზოგადოების აზრი სამუშაო ადგილების, მზარდი ფასებისა და ინფლაციის, ასევე სიღარიბის კომპონენტშიც გამოიკვლია. ანალიზის შედეგად ორგანიზაცია ასკვნის, რომ გამოკითხული მოსახლეობის 58%-თვის პრობლემური სამუშაო ადგილების სიმცირეა, ფასები და ინფლაცია მოსახლეობის 38%-ს აწუხებს, სიღარიბეს კი 30% ებრძვის, ეს მდგომარეობა კი ბოლო რამდენიმე წელია უცვლელია. პრობლემურ საკითხებს შორის მცირედი სხვაობაა რეგიონების მიხედვით. პირველ სამეულში მოხვდა ქუთაისში პენსიები, ბათუმში ხელფასები, ზუგდიდში ტერიტორიული მთლიანობა, ახალციხეში კი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. წინა კვლევის მსგავსად მოსახლეობის უმრავლესობა 66% თავს კვლავ დაუსაქმებლად მიიჩნევს.