16, სექტემბერი 2019 20:45:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლებელმა სტუდენტების 84-ე თაობა მიიღო. პირველკურსელებს სტუდენტობა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცეს. ბსუ-ში, წელს, 1300-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 100-მა სასწავლო გრანტი მიიღო. აბიტურიენტების მოთხოვნისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის კუთხით, საგანმანათლებლო დაწესებულება მესამე ადგილზეა. სასწავლო წლის დაწყებას ბსუ-ს ბენდი აფორმებდა. უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 7 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 650 უცხოელია.