17, სექტემბერი 2019 21:20:00
ნაციონალური მოძრაობა ხულო-გოდერძის გზისა და სარფში ნაპირსამაგრ სამუშაოებს კორუფციულ პროექტებს უწოდებს. რეზო ხარაზის მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებზე 160 მილიონამდე ბიუჯეტის თანხებია გაფლანგული. ოპოზიციის წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სწორედმსგავსი მსხვილი პროექტების თანხებით აფინანსებს „ქართულ ოცნებას“. პროექტების ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები, რომელზეც ხარაზი საუბრობს, „შპს „ტოდინი“ და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა“.