18, სექტემბერი 2019 20:40:00
შეხვედრა უმაღლეს საბჭოში. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეები 4 ძირითად მიმართულებაზე შეთანხმდნენ. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, პოლონელი სტუმრები გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და პოტენციალს.