16, იანვარი 2017 11:25:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ინგა შამილიშვილმა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. დირექტორებმა მთავარ პრობლემად სასწავლებლებში არსებული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საგნების პედაგოგების დეფიციტი დაასახელეს. ინგა შამილიშვილის განმარტებით, დასახელებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. ახალმა მინისტრმა გაცნობითი სახის შეხვედრა ხულოს კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთანაც გამართა.