27, სექტემბერი 2019 20:55:00
ახლა კი გტავაზობტ სიუჟეტს აწარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ . რა ხდება მედიასაშუალებაში? რატომ შეაჩერა სასამართლომ კონკურსი და რა საფრთხეებს ხედავენ ტელევიზიის თანამშრომლები? ცდილობს თუ არა ხელისუფლება ამ ფორმიტ კრიტიკული მედიის გაჩუმებას?
ამ სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, 17 ივლისს, ბაუმში ვიზიტისას მიმართა. შემდგომ მოვლენები, ქრონოლოგიურად, ასე ვითარდება: „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად, მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი, ერთი საათით ადრე, შეაჩერა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა შეფასებით, მაუწყებელში პროცესების მართვის მცდელობა, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტით დაიწყო. თანამშრომელთა ნაწილი, სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის ეჭვებსა და შიშზეც საუბრობს.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, იმ საფრთხეებს ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, სარედაქციო დამოუკიდებლობას ემუქრება. მაია მერკვილაძის თქმით, კონკურსის შეჩერება იმან გამოიწვია, რომ ბორდში მეოთხე კენჭისყრასთან დაკავშირებით, კონსესუსის შესაძლებლობა გამოიკვეთა.
აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელი, საეჭვო გარემოებებზეც ლაპარაკობს, რაც, მისი შეფასებით, უვადოდ გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ იკვეთება, რომელმაც კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნათია შავაძე, მოვლენებში, სასამართლოს, როგორც მხარის, აშკარა ჩართულობისაც ხედავს.
ნათია შავაძე - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი
აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი, მესამე სექტორის მხრიდან, ბოლო დროს, მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ, გულგრილობაზე საუბრობს. სოფო ჟღენტი, ყურადღებას, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამახვილებს.
აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს იზიარებენ. საბჭოში მიაჩნიათ, რომ მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ უნდა შეექმნას.