02, ოქტომბერი 2019 17:20:00
ამ ფონზე კი ოპოზიცია ქართლი ოცნების მმართველობის პირობებშ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობაის წევრმა დღეს რამდენიმე პროექტი წარადგინა, რომელშიც, მათი შეფასებით, კორუფციული სქემა იკვეთება. რევაზ ხარაზის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მომავალს იმ ადამიანებთან ერთად გეგმავს, რომლებიც, მისივე შეფასებით, სავარაუდოდ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში არიან ბრალდებულნი. ოპოზიციის წევრი, ალამბარი-ზენითის გზის პროექტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს, რომლის დროსაც აჭარის საგზაო დეპარტამენტის, არჩილ ჩიქოვანი და გიორგი რომანაძე ხელმძღვანელობდნენ. ეს უკანასკნელნი, გუშინ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ესწრებოდნენ.