03, ოქტომბერი 2019 12:59:00
60 წლამდე მოხუცის ერთადერთი ღამის გასათევი ადგილი ქუჩაა. დაახლოებით შვიდი თვეა, რაც კაცს, ქობულეთში, სადგურის მიდებარედ, ხელოვნურ ფანჩატურში, სკამზე სძინავს. მძიმე სოციალურ მდოგმარეობასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, მას ორივე ფეხის ტერფების ამპუტაცია აქვს გაკეთებული. მისი კვების რაციონი წყალი, ვაშლი და სიმინდის ბურბუშელაა, რადგან ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.
მოხუცს არც პენსია და არც სოციალური სტატუსი გააჩნია. უკვე რამდენიმე დღეა მისთვის სახლს ორგანიზაცია ,,იალქანის“ ხელმძღვანელი ეძებს, თუმცა იმის გამო, რომ იგი ეტლით მოსარგებლეა, ფართობის მფლობელები ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდნენ. საბოოლოდ, ორანიზაციამ ქობულეთის მერიას მიმართა და ფართი გამოუძებნა.