03, ოქტომბერი 2019 17:30:00
ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მიმდინარეობს. დეგეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები შედიან , ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს. ქართული მხარის განცხადებით ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს: პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი და პრაქტიკული თანამშრომლობის მიღწეული შედეგები. ის, რომ ვიზიტი საქართველოში მეხუთედ იმართება ხაზს უსვამს ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მის გაღრმავებას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიალებასთა დაკავშირებით ყველა საკითხი