03, ოქტომბერი 2019 16:45:00
ბათუმში, ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ქუჩისკეთილმოწყობა იგეგმება. ამ ეტაპზე სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე ხორციელდება. დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის, ტროტუარის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება.პროექტის ღირებულება 1 მილიონ 767 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.