04, ოქტომბერი 2019 09:35:00
Instagram-ს ახალი ფუნქცია სახელად Restrict-ი დაემატება. ინფორმაციას The Verge-ი ავრცელებს. ახალი ფუნქციის მიზანი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაა. Instagram-ის მომხმარებლები თავიანთ ფოტოებსა და ვიდეოებზე კომენტარებში კონკრეტული მომხმარებლის დაბლოკვას შეძლებენ. ფუნქცია თავდაპირველად ივლისში დატესტეს.
ფუნქციის გააქტიურება კომენტარის მარცხნივ გაწევით იქნება შესაძლებელი, საიდანაც პარამეტრები ჩაირთვება და მომხმარებლები ახალ ფუნქციას ჩართავენ. კომენტარების შეზღუდვა უშუალოდ კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშიდანაც იქნება შესაძლებელი.
Restrict-ის გამოყენების შემდეგ იმ მომხმარებლის კომენტარი, რომელიც შეზღუდული იქნება, მხოლოდ მისთვის გამოჩნდება.