04, ოქტომბერი 2019 10:52:00
ნატო ჩვენთვის არის მიუღწეველი ამოცანა - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ალიანში გასაწევრიანებლად საჭირო ყველა მოთხოვნა შეასრულა და სურვილი, რომ ჰქონოდათ საქართველოს აქამდე გააწევრიანებდნენ.
ამ წუთებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე და დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს ხვდებიან.