04, ოქტომბერი 2019 17:42:00
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვები გრძელდება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლაზე იმსჯელეს. დისკუსიას აჭარის მთავრობის წევრები, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა-კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი 2020 წლის არჩევნების პროპირციული წესით ჩატარებას გულისხმობს.