07, ოქტომბერი 2019 10:10:00
აუდიტის სამსახურმა, 2014-2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალმა 76 მილიონ ლარს გადააჭარმა, თუმცა ამავე პერიოდში, კომპანიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, სულხან ზუმბურიძემ, ანაზღაურების სახით, 900 ათასი ლარი მიიღო.
სულხან ზუმბურიძე ელექტროსისტემის ხელმძღვანელად 2007-2018 წლებში მუშაობდა. დასკვნაში გამახვილებულია ყურადღება სამივლინებო ხარჯების არანორმატიულ ზრდაზეც. 2014-2017 წლებში სულხან ზუმბურიძის მხოლოდ როუმინგის მომსახურება კომპანიას 156 ათასი ლარი დაუჯდა. მათ შორის, 2014 წლის აგვისტოში ხუთი დღის განმავლობაში სულხან ზუმბურიძის როუმინგი სახელმწიფო თითქმის, 30 ათასი ლარი გადაიხადა.
ამავდროულად, იმ წლებში როცა სახელმწიფო კომპანიამ 76 მილიონი ლარი იზარალა, კომპანიაში პრემიების სახით 12 მილიონი ლარი გაიცა.
სულხან ზუმბურიძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველის / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა. აღნიშნული კომპანიაც სახელმწიფოა და მისი 100% მფლობელი საპარტნიორო ფონდია. 2016 წელს სულხან ზუმბაძემ ანაზღაურების სახით 341 700 ლარი მიიღო, - ანუ თვეში მისი ანაზღაურება 28 000 ლარს აღემატებოდა. 2013 წლიდან, 2017 წლის ჩათვლით კი, 5 წლის განმავლობაში, სულხან ზუმბაძემ ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.