08, ოქტომბერი 2019 17:59:00
აჭარაში ორი დღის განმავლობაში ბუნებრივცი აირის მიწოდება შეწყდება. ინფორმაციას კომპანია ''სოკარი'' ავრცელებს. მიზეზი მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. გაზმომარაგების გარეშე დარჩება 93 ათასამდე აბონენტი. ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით. კომპანიაში ამბობენ, რომ 12 ოქტომბერს, დილიდან, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.