09, ოქტომბერი 2019 09:18:00
ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, კვლევის ავტორებმა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის მონაცემებით იხელმძღვანელეს, რომლებიც 70 წლის განმავლობაში აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიაში სხვადასხვა კვლევებისთვის შეაგროვეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა სახლში ძაღლი ჰყავს, შეტევის გამეორების რისკი 33%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს. ინსულტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს. მსგავსი კვლევა შვედმა მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს. მათ დაასკვნეს, რომ ძაღლის ყოლა მარტოხელა მოხუცებისთვის ძალიან სასარგებლოა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ძაღლის ყოლის ადამიანის ჯანმრთელობის გავლენაზე უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო.