ფსიქოთერაპევტ ვიქტორია პრუდის ეს სტატია ბევრ მშობელს დააინტერესებს:
მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი, ერგოთერაპევტი მრავალწლიანი მუშაობის სტაჟით - ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. რაც დრო გადის მგონია, რომ სულ უფრო რთულადაა საქმე ამ ასპექტში. გარემო ფაქტორების წყალობით ჩვენ შეგვიძლია ტვინი "გავაძლიეროთ" ან "დავასუსტოთ". სამწუხაროდ, ჩვენი შვილების ტვინს არასწორი მიმართულებით ვავითარებთ.
აი, რაში გამოიხატება ეს და სად ვუშვებთ შეცდომას:
1. ბავშვები იღებენ ყველაფერს ისე, როგორც უნდათ
"მშია!" – "ახლავე გიყიდი რამეს", "მწყურია". – "აი, ავტომატიდან დალიე". "მოწყენილი ვარ!" – "აიღე ჩემი ტელეფონი ". ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერები გავხადოთ, ოღონდ ამ წუთას და უბედურები - დიდი ხნის პერსპექტივაში.
ჩვენი შვილები მოუმზადებლები არიან სტრესულ სიტუაციებთან ბრძოლაში, რაც დიდ წინააღმდეგობას უქმნით წარმატების გზაზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით სურვილების შეკავების უუნარობას კლასში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა თუ სათამაშოების მაღაზიებში, რადგან მშობელმა ასწავლა ბავშვის ტვინს დაუყოვნებლივ იმის მიღება, რაც იმ მომენტში სურს.
2. შეზღუდული სოციალური ურთიერთქმედება
ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ, ამიტომ ბავშვებს ვაძლევთ გაჯეტებს, რომ ისინიც იყვნენ დაკავებულები. ადრე ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, სადაც ექსტრემალურ პირობებში სოციალურ უნარებს იძენდნენ. სამწუხაროდ, გაჯეტებმა ბავშვებს შეუცვალა სუფთა ჰაერზე სეირნობა. ფაქტიურად, ჩვენს მაგივრად ტელეფონი "ზის" ბავშვთან. დამეთანხმებით, "ის" ვერ ასწავლისბავშვს ურთიერთობას.
ტვინი კუნთს ჰგავს, რომელსაც მუდმივად სჭირდება ვარჯიში. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა იცოდეს ველოსიპედის ტარება - უნდა ასწავლოთ. თუ გინდათ, რომ ბავშვმა იცოდეს მოცდა, უნდა ასწავლოთ მოთმინება. იგივე ეხება სხვა ნებისმიერ უნარს.
3. დაუსრულებელი მხიარულება
ჩვენ შვილებს შევუქმენით ხელოვნური სამყარო, სადაც არ არის მოწყენილობა. როგორც კი ბავშვი მოიწყენს, მაშინვე გავრბივართ მის გასართობად, გვგონია, რომ არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ჩვენ ვცხოვრობთ "მხიარულების" და "საქმიან" სამყაროში. ოღონდ ეს მხიარულებაც ხელოვნურია, სხვადასხვა ნივთის მეშვეობით შექმნილი, და არა ემოციური კავშირით.
რატომ არ გეხმარებიან ბავშვები სამზარეულოში? რატომ არ ალაგებენ თავიანთ სათამაშოებს? იმიტომ, რომ ეს უბრალო მონოტონური სამუშაოა.
სკოლაში წერა ეზარებათ და ამბობენ: "არ შემიძლია, ძალიან მოსაწყენია". რატომ? იმიტომ, რომ ზემოხსენებული "კუნთი" არ ვარჯიშდება დაუსრულებელი მხიარულების გამო. ის ვარჯიშდება მხოლოდ მუშაობის დროს.
4. ტექნოლოგიები
გაჯეტები ჩვენი შვილების უფასო ძიძები გახდნენ. ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურ ცხოვრებასთან შედარებით - მოსაწყენია.
ტექნოლოგიები ემოციურად გვაშორებს ოჯახსა და შვილებს. მშობელთან ემოციური წვდომა - ძირითადი კვებითი ნივთიერებაა ბავშვის ტვინისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ თანდათან ვართმევთ ამას ჩვენს შვილებს.
5. ბავშვები მართავენ სამყაროს
"ჩემს შვილს არ უყვარს ბოსტნეული", "მას არ უყვარს საუზმის მირთმევა", "მას არ უყვარს სათამაშოები, მაგრამ კარგად ერკვევა გაჯეტებში", "ეზარება დამოუკიდებლად ჭამა" - ეს არის ფრაზები, რაც გამუდმებით მესმის მშობლებისგან. როდის აქეთ გვკარნახობენ ბავშვები, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ? მათ რომ ნება დავრთოთ, გამუდმებით შეჭამდნენ ფრის, ნამცხვრებს, უყურებენ ტელევიზორს, ითამაშებენ პლანშეტით და არასოდეს დაიძინებენ.
თუ ბავშვს სურს სტუდენტობა, მისთვის აუცილებელია სწავლა. თუ სურს ფეხბურთელობა - უნდა ივარჯიშოს ყოველდღე. ჩვენმა შვილებმა იციან რა სურთ, მაგრამ მათთვის მძიმეა ამ მიზნისთვის ბრძოლა. შედეგად იღებენ მიუღწეველ ოცნებებს და იმედგაცრუებას.
წყარო : mkurnali.ge