09, ოქტომბერი 2019 16:45:00
თუ საქართველოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე ვადა გაუვიდა, იგი ლამინირებული მოწმობის ნაცვლად, აიდი ბარათს იღებს. სწორედ არსებულ ნორმას ასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი, ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ისინი თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. შესაბამისად, ვერ იღებენ სხვაგვარ დოკუმენტებს და რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე. აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რის გამოც ირღვევა რიგი კონსტიტუციური უფლებები.