10, ოქტომბერი 2019 20:45:00
დღეს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სტიგმა და დისკრიმინაცია- საზოგადოების მხრიდან და სერვისები, რომელსაც სახელმწიფო ამ ადამიანებს სთავაზოვს. რამდენად ადეკვატურია და საკმარისია ხელისუფლების მიერ გაწერილი პროგრამები და როგორ აფასებს ფონს მესამე სექტორი? გულნარა ლეფსაია გიამბობთ
ეს ნინოა. სახელი პირობითია. მისი სახლი უკვე 9 წელია რაც ბათუმის სამედიცინო ცენტრია. აქაურობა მოსწონს. მონატრებას სხვადასხვა აქტივებში ჩართვის უმკალვდება.
ნინოს გარდა, ბათუმის ფსამედიცინო ცენტრში ათეულობით პაციენტია. აქ მყოფთა დიდ ნაწილს ოჯახის წევრები და სახლი ენატრება.
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დარგის სპეციალისტის განმარტებით, დროსთან ერთად, მიდგომებიც რადიკალურად შეიცვლა. იმასათვის რომ პაციენტებმა საზოგადოებაში რესოციალიზაცია შეძლონ, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრის თქმით, დაწესებულებაში რამდენი პროგრამა ხორციელდება.
სახალხო დაცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა ქვეყანაში მცირეა და პრობლემაა სერვისების უწყვეტად მიწოდების საკითხიც. ლომჯარიას თქით, სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
სერვისების უწყვეტად მიწოდების პრობლემაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. ორგანიზაცია ,,იალქნაში“ არასრულწოვანთა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. თიკო აბაშიძის თმით, გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებაში არსებული სტიგმა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გერეატრიული ასაკის ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების რეაბილიატაციის პროგრმაას ახაორიცლებს რაც ძრითადად თავშესაფრით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სტიგმის დამსხვრევა.