11, ოქტომბერი 2019 19:59:00
აჭარის განათლების სამინისტრომ 2018 წელს საგნობრივი ოლიმპიადის, სახვითი ხელოვნების კონკურსის, ლიტერატურული მარათონისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დააჯილდოვა. კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა. მათში 15 ათასამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საგნობრივ ოლიმპიადაში გამოვლინდა 31 პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსში გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი, 72 მოსწავლე - პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი საგნებისა და საფეხურების მიხედვით. გამარჯვებულებს პლანშეტები და დიპლომები გადაეცა.საჩუქრების შესაძენად გაიხარჯა 59 190 ლარი. ოლიმპიადებს სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს.