11, ოქტომბერი 2019 20:55:00
დახარჯული მილიონები და უფუნქციოდ დარჩენილი მუნიციპალილური სასაფლაო ჩაქვში. რატომ ვერ შევიდა ტერიტორია დღემდე ექსპლუატაციაში? მოქალაქეების პროტესტის და ოპოზიციის კრიტიის მიუხედავად ჭირისუფლებს გარდაცვლილის დასაკრძალად კვლავ ფართის ძებნა უწევთ. შემსრულებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულეს, აიპი ბათუმის სასაფალეობში კი ხარვეზებზე საუბრობენ. რა ეჭვები აქვს მესამე სექტორს?
ეს ბოქლომი, ჩაქვში, მუნიციპალურ სასაფლაოზე შესასვლელ კარს ადევს. ტერიტორია სადაც ახლა სასაფლაოები უნდა იყოს მოწყობილი, ასე გამოიყურება.
18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ობიექტის მოწყობა ბათუმის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. ჩაქვში ე.წ მეშვიდე რაიონში ტერიტორიაც შეარჩია და 3 მილიონ 400 ათასი ლარიც გამოყო, თუმცა ობიექტი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არაა შესული. საკითხი ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის მიზეზი არაერთხელ გახდა. ნაციონალურ მოძრაობაში პროექტს ,,ქოცურს“ უწოდებენ, რადგან ირწმუნებიან, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ქართული ოცნების“ შემომწირველია.
სამუშაოები კომპანია ,,მამისონმა“ განახორციელა. აიპ ,,ბათუმის სასაფლაოებსა“ და ორგანიზაციას შორის მიღება ჩაბარების აქტი 2018 წლის მარტში გაფორმდა, რადენიმე თვის წინ კი, საქმის შესწავლა საქართველოს პოროკურატურამ დაიწყო. სწორედ აქ უჩნდებათ კითხვები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“
შემსრულებელ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაკისრი ვადლებულებები სრულად არის შესრულებული და ხარვეზები, რომელიც შემდგომში გამოიკვეთა, აღმოფხვრილია.
აიპ ბათუმის სასაოფლაობში კი იმ დასკვნაზე საუბრობენ, რომლის საფუძველზეც მოხდა ობიექტის ჩაბარება. ორგანიზაციის დირექტორის თქმით, წლის დასაწყისში ტერიტორიის გახსნაც იგეგმებოდა, თუმცა ხარვეზები გამოიკვეტა. როდის შევა ექსპლუატაციაში ჩაქვში, ახალი მუნიციპალური სასაფლაო, ავთანდილ ბურკაძეს თქმა უჭირს.
იქამდე კი ვიდრე ახალი სასაფლაო ექსპლუატაციაში შევა, მანამდე ჭირისუფლებს გარდაცვლილის დასაკრძალად კვლავ ფართის ძებნა მოუწევთ.