13, ოქტომბერი 2019 22:08:00
ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც სამი მსუბუქი მანქანა დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მცირედით დაშავდა, თუმცა მან კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მძღოლები ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.
ფოტო: არქივიდან