15, ოქტომბერი 2019 17:10:00
გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს, ეს ხვალ გადაწყდება. საქმის მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება 12 ის ნახევარზე ჩანიშნა. დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარე ითხოვდა, რომ გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, პატიმრობაში დარჩენილიყვნენ. არგუმენტად პროკურორი შავაძე ბრალდებულის მიერ მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა. ბრალდების მხარემ სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბათუმის მერსა და ბრალდებულებს შორის დადებული ხელშეკრულება და ირწმუნება რომ ლაშა კომახიძეს ამისთვის საკრებულოს გადაწყვეტილება სჭირდებოდა.