15, ოქტომბერი 2019 16:59:00
დახარჯული 250 მილიონი და განუხორცილებელი პროექტები აჭარაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ ის 30 - მდე პროექტი გამოფინეს, რომლებიც მათი თქმით, ან უხარისოხოდ, ან საერთოდ არ განხორციელებულა. ნუსხაში მოხვდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, 27 - ე საბავშვო ბაღო, ასევე ხულო- გოდერზის გზა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დახარჯული თანხები წყალშიი გადაიყარა. მათივე განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება არათუ უუნარო, არამედ კორუმპირებულია.