15, ოქტომბერი 2019 16:30:00
ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა გრძელდება. სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. ეს კი , როგორც მერიაში აღნიშნავენ, ქალაქის დატბორვის საშიშროებას შეამცირებს. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს.