15, ოქტომბერი 2019 20:55:00
იძულებით ქორწინება ნაადრევ ასაკში - ეს არის გამოწვევა, რომელიც სახელმწიფომ დღემდე ვერ დაძლია. თუმცა პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს მესამე სექტორი. ჩვენი მომდევნო სიუჟეტის რესპოდენტი ერთერთია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა.
ჩინარა კოჯაევა ნაადრევ ასაკში ქორწინებას ორჯერ გადაურჩა. გვიყვება,რომ მას განათლების მიღება სურდა,თუმცა მშობლები ამის პირობას არ უქმნიდნენ. ამბობს,რომ ქართულის მასწავლებლის დახმარებით მშობლების და ტრადიციების წინააღმედ წავიდა და დღეს ის „მრგვალი მაგიდა,ადრეული ქორწინებისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე’’ მუშაობს.
ჩინარას პროექტის განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ინიციატივა ახალი შესაძლებლობა“ დაეხმარა.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია 112. თანამედროვე აპლიკაციის საშუალებით ძალადობის მსხვერპლ ქალებს შესაბამისი უწყების სწრაფად გაომძახების საშულაება ეძლევათ.
სუსტს უწოდებს სახელმწიფოს როლს მსხვერპლი ქალების რეაბილიტაციის ნაწილში მესამე სექტორი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმ ცენტრის არსებობის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რომელშიც მოძალადის ფსიქოლოგიურ თერაპირას უნდა გადიდოდეს.
ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში ამბობენ, რომ მხვერპლ ქალებს ფინანსურ დახმარებას ვერ უწევენ, თუმცა შუამავლობას სთავაზობენ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ იურიდიულად უფასოდ ეხმარებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ინიციატივა ახალი შესაძლებლობის“ მონაცემებით, გასულ წელს, იძულებით ქორწინების ფაქტების რაოდენობით , აჭარა მეორე ადგილზეა