16, ოქტომბერი 2019 10:41:00
გლდანში უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. შემთხვევა მეტროს სადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შემთხვევითმა გამვლელმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. დანაშაული ორი დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.