16, ოქტომბერი 2019 17:10:00
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დაპირისპირების გამო ჩაიშალა. შელაპარაკება უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წევრებს შორის დაიწყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები, სამართალდამცველებმა, კენჭისყრის შენობიდან დაკითხვაზე გადაიყვანეს.