16, ოქტომბერი 2019 16:50:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს 9 კანდიდატს უსმენენ. მათ შორისაა ნიკოლოზ მეგრელიშვილი, როინ სურმანიძე, არჩილ ხახუტაიშვილი. პრეზენტაციისთვის 10 წუთი აქვთ, 20 წუთი კი, კითხვა-პასუხს ეთმობა. მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი სულ 23 პირმა გამოთქვა, მეორე ეტაპზე 19 მათგანი გადავიდა.